2024 წლის ამბროლაურის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
13 მაისს , ამბროლაურის სასპორტო სკოლაში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. საგანმანათლებლო შეჯიბრებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ.
2024 წლის „ამბროლაურის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა ჭრებალოს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ნიკორწმინდის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი ტოლის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
ინტელექტუალურ შეჯიბრებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, მბროლაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა რეხვიაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.