სსიპ ქალაქ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალში საპრიზო II ადგილის მფლობელი გახდა.
პროექტის ფინალური თამაში დღეს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა და მასში 40 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. პირველ საპრიზო ადგილზე გასული სკოლის მოსწავლეები ნოუთბუქებით, მეორე ადგილზე გასულები – ყურსასმენებით, ხოლო მესამე პრიზიორები – ჭკვიანი საათებით დასაჩუქრდნენ.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს მიღწეულ წარმატებას