ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვიარაში სასოფლო გზების, პირველი ეტაპის, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
პირველი რიგის სამუშაოების ფარგლებში დაიგო 2,5 კმ ასფალტო-ბეტონის საფარი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 744 744 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს შესრულდა 330 000 ლარის ღირებულების სამუშაოები , ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდება- 2025 წელს.
დასრულებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან, მერის პირველ მოადგილესთან- დავით გოგლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან- ასლან საგანელიძესთან ერთად გაეცნო.
ხელისუფლების წარმომადგენლები აგრეთვე შეხვდნენ, სოფელ ღვიარის ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოისმინეს მათი საჭიროებები და მიაწოდეს ინფორმაცია სოფელში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ