ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ქალაქ ამბროლაურში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება

ქალაქ ამბროლაურში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება
პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, ეწყობა ბაღის შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. იგი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 200 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2023 წლის ივნისის თვეში დაიწყო და პროექტის სრული სახით დასრულება, მიმდინარე წლის, ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ინტერიერის ლესვის სამუშაოები, ელექტროობა და გათბობის სისტემები დამონტაჟებულია, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება კანალიზაციის გაყვანილობის მონტაჟი.
საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან, მერის მოადგილეებთან- დავით გოგლიძესთან, თამარ ქევანაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან- ასლან საგანელიძესთან ერთად გაეცნო.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

აგვისტო 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content