ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნაპირდამცავი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აქტიურად ხორციელდება მდინარე რიცეულაზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. პროექტი გარდამავალია და მისი სრული ღირებულება 1 333 323 შეადგენს. მიმდინარე წელს 450 000 ლარის სამუშაოები ხორციელდება, ხოლო დარჩენილი სამუშაოები შესრულდება 2025 წელს.
დასრულდა სოფელ ღვიარაში, მდინარე ღვიარულაზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულებამ 117 265 ლარი შეადგინა.
მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები სახლმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან და მერის პირველ მოადგილესთან- დავით გოგლიძესთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს უხვი ნალექის შემთხვევაში შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის.