„ოქროსფერი შემოდგომა“ – ამ სახელწოდებით ამბროლაურის საბავშვო ბაღში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
აღსაზრდელებმა, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს და შემოდგომის ნობათით მორთულ ეზოში სანახაობრივად შთამბეჭდავი და სახალისო გარემო შექმნეს.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელთან მარიკა დვალთან და მერის მოადგილესთან თამარ ქევანაშვილთან ერთად ესწრებოდა.
საშემოდგომო ღონისძიება პედაგოგებისა და მშობლების ჩართულობით მომზადდა და მასში ყველა ასაკობრივი ჯგუფის 145 აღსაზრდელი მონაწილეობდა.