ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე, სამსახურების უფროსებმა, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს.
განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული პროგრამები, ზამთრის მოსამზადებელი სამუშაოები, სხვადასხვა კატეგორიის ოჯახების შეშით უზრუნველყოფისთვის საჭირო პროცედურები და ამ დროისთვის არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა საკურატორო სფეროების მიხედვით კონკრეტული დავალებები მიიღეს.