მწერალთა სახლის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 13 სექტემბერს, 14:00 საათზე, დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერში გაიმართება ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრა მკითხველთან.
„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას.
შეხვედრები ტარდება ინტერაქტიული ფორმატით: დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუსვან კითხვები ავტორებს, იმსჯელონ ლიტერატურაზე და წაიკითხონ საკუთარი ტექსტები.