ახალი წლის დღეები იწყება!
24 დეკემბერს, ქალაქ ამბროლაურში, რუსთაველის ქუჩაზე(ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მომდებარე ტერიტორია) საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 16:00 საათი.
•16:00 საათი- თოვლის ბაბუის სახლი, ფოტო კუთხე, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა დაარიგებს საჩუქრებს;
•17:00 საათი-საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: თამარ ობოლაშვილი, თიკა ჯამბურია, მირზა მოდებაძე, ნათია დევდარიანი, თათია დევდარიანი, ირინა ბაირამაშვილი, გოგა მესხი, ზუკა ხუციშვილის ბენდი;
•18:10 საათი -ნაძვის ხის ანთება;
•18:30 საათი- ფოიერვერკი;
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!
საახალწლო კონცერტების მთავარი მიზანია რეგიონებში სადღესასწაულო განწყობის შექმნა.