ვლადიმერ გამყრელიძე თავისუფალ ჭიდაობაში, ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!
ამბროლაურელმა მოჭიდავემ, 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში თურქი ოსმან გოჩენი 8:1 დაამარცხა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ვულოცავთ ვლადიმერს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ კვლავ გამარჯვებებს სამომავლო ასპარეზობებში!