რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა ქევანიშვილთან ერთად სადმელის ადმინისტრაციული-ტერიტორიული ორგანოს შენობის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში აშენდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც ადმინისტრაციული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
პროექტის ღირებულება 403 377 ლარს შეადგენს და აღნიშნული სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
ინფრასტრუქტურული პროექტი, აგრეთვე დაათვალიერეს მერის პირველმა მოადგილემ ასლან საგანელიძემ, მოადგილე თამარ ქევანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით გოგლიძემ.