ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაცია
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში, მდინარე რიონზე მდებარე უსახელო ხიდისთვის ცნობილი ხიდმშენებელი ინჟინრის, ბორის ჭიღვარიას, სახელის მინიჭების საკითხზე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები 2026 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით წარმოადგინონ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
მისამართი: ქ. ამბროლაური, მერაბ კოსტავას ქუჩა №41.