ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილთან ერთად, სალოტბარო სკოლას ახალი ფორმები გადასცა.
სალოტბარო სკოლაში ამ ეტაპზე 37 მოსწავლე სწავლობს. ახალგაზრდები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერას, ეცნობიან ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობას და მონაწილეობენ მისი შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის პროცესში.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა სალოტბარო სკოლა ამბროლაურში 2015 წელს გახსნა.