რაჭველი სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ!
24 ოქტომბრიდან 1-ლი ნოემბრის ჩათვლით, ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.
მსოფლიო ჩემპიონატზე რაჭიდან სამი სპორტსმენი მონაწილეობს: ამბროლაურიდან – ვლადიმერ გამყრელიძე და გიორგი ელბაქიძე, ხოლო ონიდან – მირიან მაისურაძე.
რაჭველი სპორტსმენების საგულშემატკივროდ ასტანაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაემგზავრა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობასა და გამარჯვებებს უსურვებს