ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

ისტორია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, ჩრდილო–აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ონის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო–დასავლეთიდან ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ–დასავლეთიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტი(იმერეთის რეგიონი), სამხრეთიდან–ტყიბულის მუნიციპალიტეტი (იმერეთის რეგიონი), ხოლო სამხრეთ–აღმოსავლეთიდან – ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტები(იმერეთის რეგიონი).ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1142 კვ.მ –ია, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 720 მ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კლიმატი გარდამავალია ზომიერსა და ნოტიო სუბტროპიკულს შორის. დაბალმთიანეთში ზომიერად ცივ ზამთრიანი და შედარებით ცხელ ზაფხულიანი ჰავის ტიპია გაბატონებული, მაღალმთიანი ზონისათვის კი უხვთოვლიანი მთის ნოტიო ჰავაა დამახასიათებელი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 9 – 10 OC (დაბალ ზონაში), ზოგან კი – 4 –5 OC(მთიანეთში). მუნიციპალიტეტის დაბალ ნაწილში იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 1,5 – 4 OC – ია, ივლისისა კი 18 – 24 OC ფარგლებში მერყეობს. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 1000 – 1500 მმ–ია. მთებში ეს პარამეტრი 1600 – 1800 მმ–ს აღწევს.ძირითადად გავრცელებულია დასავლეთის მიმართულების ქარი, ქარის საშუალო სიჩქარეწელიწადში10 –15 კმ/სთ.

ძირითად სიმდიდრეს მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს ტყეები. მისი ფართობია 76859 ჰა, აქედან ტყით დაფარულია74530 ჰა, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 65.3% -ია. აქ ტყეები უმთავრესად შერეული ხასიათისაა. გავრცელებულია კოლხური ტიპის ჯიშები, რომლებიც გამოირჩევიან მერქნიან მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის სიმდიდრით. ფოთლოვანი ჯიშებიდან გავრცელებულია: მუხა, რცხილა, ცაცხვი, ვერხვი, ნეკერჩხალი, წაბლი, უთხოვარი, იფანი, წიწოვანიდან: სოჭი, ფიჭვი, ნაძვი და სხვა.ტყეებს აქ უმთავრესად სოციალური მნიშვნელობა აქვს. ისინი ასრულებენ ნიადაგდაცვით წყალმარეგულირებელ, სანიტარულჰიგიენურ ფუნქციებს, აგრეთვე იცავენ დასახლებულ ადგილებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ღვარცოფებისა და ზვავებისაგან. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით მდიდარია ჰიდროლოგიურად. წყლის ძირითადი არტერიაა მდ. რიონი, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედიდან – ფასის მთიდან, რიონის შენაკადებია კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნი, რიცეულა, ასკი. შაორის წყალსაცავი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ულამაზესი ადგილია. იგი ხელოვნურ წყალსაცავს წარმოადგენს, რომლის ირგვლივ გაშენებულია უნიკალური ჯიშისტყეები.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქ. ამბროლაური. მანძილი ქ. თბილისსა და ქ. ამბროლაურს შორის 280 კმ – ია. ქ. ამბროლაურის გარდა მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 18 ტერიტორიული ერთეული (თემები), რომლებშიც გაერთიანებულია 69 სოფელი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

ნოემბერი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
Skip to content