ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

სიმბოლიკა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა“ დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგინდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა“ დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 09/01/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016244);

ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №38 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 29/09/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016100).

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ასლან საგანელიძე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა

 

 

 

გერბის ფარის ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომელზეც მოთავსებულია ორი ძოწისფერი ვაზის ფოთლიანი სტილიზებული ძოწისფერი ყურძნის მტევანი. მთის ზემოთ გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი ძოწისფერ ველზე.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია „ამბროლაური“. ბაფთის სარჩული არის ძოწისფერი.

დანართი №2
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

 

მართკუთხა ნაჭერს პროპორციით 2/3;

დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს დროშის 3/4 და ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი. მეორე ნაწილს უჭირავს დროშის 1/4 და წარმოადგენს ვერცხლის ველს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

დეკემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content