ამბროლაურში სრულად განახლდა ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის სკვერი.
სკვერის რეაბილიტაცია, საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში განხორციელდა. სკვერში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო-გასართობი მოედანი ატრაქციონებით და ფანჩატურით, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგო კაუჩუკის საფარი, დამონტაჟდა გარე განათება, დაირგა დეკორატიული მცენარეები და მოეწყო სარწყავი სისტემა. განთავსდა მოსასვენებელი სკამები და დაიგო საფეხმავლო ბილიკები.