,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში, ქალაქ ამბროლაურში, მდ. კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 4 553 220 ლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო რეკრეაციული ზონა, სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცეები, ველობილიკი, საფეხმავლო ხიდი; დაიდგა მხარის სახელწოდების აღმნიშვნელი ორენოვანი კონსტრუქცია; დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, სკამები და სხვა საბაღე ინვენტარი; დაიგო დეკორატიული ფილები, აგრეთვე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
‘’სანაპიროს’’ განვითარების მიზნით სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება სხვადასხვა სახის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად მოხდება სივრცეების დანიშნულებისამებრ ათვისება და საბოლოო ჯამში მივიღებთ ქალაქის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის.