ცხელი ხაზი:

EnglishGeorgian

მაღალმთიანობის სტატუსი

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი

 

საქართველოს მოქალაქეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ ის:

  • რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში და ამასთანავე,
  • ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის, ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

 

სტატუსის მაძიებლის განცხადება

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს იმ მუნიციპალიტეტის მერს, სადაც ის ფაქტობრივად ცხოვრობს. სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს ქმედუნარიან ფიზიკურ პირს. თუ განცხადება შეაქვს მოქალაქეს არა პირადად, არამედ, მის ნაცვლად – სხვა პირს, მაშინ მან უნდა წარადგინოს ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • 18 წლამდე ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების საკითხზე მერს განცხადებით უნდა მიმართოს მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელმა, მეურვემ). ამ შემთხვევაში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მან განცხადებას უნდა დაურთოს დაბადების მოწმობის, ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
  • 16 წლამდე არასრულწლოვნისთვის სტატუსის მინიჭებაზე განცხადების წარდგენა მის კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს წარმოეშობა ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლება.
  • მხარდაჭერის მიმღებისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება მხარდამჭერის თანხმობით, წარდგენილი განცხადების საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

მოქალაქე სტატუსის მინიჭებაზე განცხადებას წერს მერის სახელზე, მაგრამ უშუალოდ წარუდგენს მას საამისოდ უფლებამოსილ პირს, რომელიც მერის ბრძანებით არის განსაზღვრული.

განცხადება ელექტრონული ფორმით რეგისტრირდება მუნიციპალიტეტის მერიაში. განცხადების წარდგენა ასევე შეიძლება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრებში. მაძიებელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალიდანაც (My.gov.ge და ms.gov.ge) დაარეგისტრიროს განცხადება დოკუმენტების დასკანერებული ვერსიების დართვით.

განცხადების გარდა, სტატუსის მაძიებელმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მუნიციპალიტეტს უნდა წარუდგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

სტატუსის მაძიებელმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტს უნდა წარუდგინოს არანაკლებ 2 დოკუმენტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

  • თუ პირი დასაქმებულია მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში – უფლებამოსილი იურიდიული პირის/ ორგანოს/ თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის დასაქმების ფაქტს;
  • თუ პირი დასაქმებულია მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში – სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია მისი დასაქმების თაობაზე;
  • თუ მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე – განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია;
  • მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;
  • დოკუმენტები ან მასალები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას და მის მოვლა-პატრონობას. ეს შეიძლება იყოს მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), სამეურნეო საქმიანობის/საცხოვრებელი ადგილის გამოყენების ამსახველი ფოტოსურათები და ა.შ.

სტატუსის მაძიებელმა მოქალაქემ დამატებით შეიძლება ასევე წარადგინოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას.

სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვა

განცხადება, რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, მოწმდება მინიჭების წესთან შესაბამისობაში.

  • იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეძლევა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
  • იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, განცხადება თანდართული დოკუმენტებით წარედგინება საბჭოს განსახილველად.

საბჭო წარდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს იხილავს და შესაბამის რეკომენდაციას გასცემს განცხადების რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში.

 

ოქმები

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print

ამბროლაურის დასუფთავება

წერილი ამბროლაურის მერს

წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს

შენი იდეა ამბროლაურს

ელექტრონული პეტიცია

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

საინფორმაციო დაფა

ახალი ინიციატივები მოქალაქეებიდან

ინვესტორებისთვის

გამოკითხვა

არქივი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტი

დეკემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content